კარავი
ფორუმი მათთვის ვისაც ერთხელ მაინც ეძინა კარავში
 
 გალერეაგალერეა FAQFAQ   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია   პროფილიპროფილი   LoginLogin 

Login to check your private messagesLogin to check your private messages   

ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
გადასვლა გვერდზე 1, 2, 3, 4, 5  შემდეგი
 
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე    კარავი -> ლაშქრობები
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
Naia
იეტი
Joined: 28 მაისი 2007
წერილი: 7694
ადგილმდ.: პლანეტა დედამიწა
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 10:27 am    წერილის სათაური: ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს პასუხი ციტირებით

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ქვემო ნიჩბისი-ზემო ნიჩბისი-ძველი სასხორი-მცხეთა-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
კაცზე 3 ლარი (მანქანით გადაადგილებისას), საზოგადოებრივი ტრანსპორტით ალბათ უფრო ნაკლები

6. მონაწილეთა რაოდენობა
6

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
ნაია

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სასხორი, ძეგვი, მცხეთა, წინარეხი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
80 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
5 კმ-მდე (2-2 კმ უმზეურას ეკლესიამდე მისვლა-წამოსვლისთვის, 1 კმ სოფელში გადაადგილებისთვის)

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
იქაურობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით. როგორც ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, მარტო ნიჩბისის შემოგარენში 14-მდე ისტორიული ძეგლია

12. საბანაკე ადგილები:
სოფლის გარშემო

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ქვემო ნიჩბისის ცენტრში სოფლის წყაროა

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი
თოკი თუ ვინმეს კოშკებზე აცოცება სურს

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი

16. რისკები, საფრთხეები:
ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც საკმაოდ კონფლიქტური ყოფილა. თუმცა, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება არ დაგვრჩა

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

დიდგორი, ახალი ნიჩბისის ახლად აშენებული ეკლესია, ძეგვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია
აგრეთვე, ახლომდებარე სოფლებში ბევრი საინტერესო ძეგლია

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
---

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ალაგ-ალაგ ცუდად იჭერს. უმზეურას ეკლესიასთან საერთოდ არ არის კავშირი

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ქვევრი

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
(მოვძებნი და ცოტა ხანში დავდებ)


22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10-ბალიანი სისტემით
9

23. სასარგებლო ბმულები:
უკვე შემდგარი კარვული გასვლები ნიჩბისში:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1388
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=153403#153403
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=87
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
Naia
იეტი
Joined: 28 მაისი 2007
წერილი: 7694
ადგილმდ.: პლანეტა დედამიწა
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 10:49 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

კვირას, 8 მარტს, დილის 11 საათზე სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ: ლომი, მთაშენკა, თუთა, თუთას მეუღლე ბადრი, ამიგო და მე

3 მანქანით ვიყავით, მაგრამ გადავწყვიტეთ არ დავშლილიყავით და 1 მანქანაში მოვთავსებულიყავით. ვინაიდან, ყველაზე მოხერხებული ამ მხრივ ბადრის მანქანა აღმოჩნდა, მისი მანქანით წავედით.

ნიჩბისი ძალიან ახლოსაა თბილისთან. 40-45 წუთში უკვე ქვემო ნიჩბისთან ვიყავით.

ვნახეთ ციციშვილების ციხესიმაგრე, საცხოვრებელი კოშკითა და არაჩვეულებრივი აბანოთი

ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც ქვევრმა შარშან ჯვარცმის გამოსახულებიანი ზედაშე იპოვნა (სამწუხაროდ, ეს პაწია ქვევრი, დიდი ძებნის მიუხედავად, ვერ ვიპოვნეთSad )

შემდეგ მოვინახულეთ უმზეურას 'დედა ხვთისას' სახელობის საყდარი

წმ. ნიკოლოზის სახელობის გუმბათმორღვეული ეკლესია და იქვე ღვთაების პატარა ეკლესია

ძვ. სასხორის ღვთისმშობლისა და მთავარანგელოზთა ეკლესიები და სოფლის თავდაცვითი კოშკი

წმ. გიორგის ეკლესია დიდგორის გზაზე და აგრეთვე დიდგორის გადასახვევთამ მდებარე იოანე მახარობლის ეკლესია

მცხეთაში გავლისას შევიარეთ ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმში და ვნახეთ სარკოფაგები და თბილისის შემოსასვლელთან მთაზე მდებარე, ახლად აგებული იოანე ნათლიმცემლის დედათა მონასტერი

ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი გასვლა გამოგვივიდა. ამინდში გაგვიმართლა, დილით ცოტა ხნით წამოწვიმა, მაგრამ შემდეგ მთელი დღე კაშკაშა მზე და უღრუბლო ცა დაგვნათოდა. ჰაერში კი ყოჩივარდების სურნელი ტრიალებდა. მოკლედ, მე პირადად ფრიად კმაყოფილი და სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი გუშინ Smile

სამწუხაროდ, აპარატი არ მაქვს და ფოტოებს მე ვერ შემოგთავაზებთ


უკანასკნელი შემსწორებელი: Naia. დრო: სამ მარტი 10, 2009 9:43 am. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 1
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
amigo
მაწანწალა
Joined: 08 აპრ 2005
წერილი: 952
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 11:06 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ეს ჩვენ Smile

დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
amigo
მაწანწალა
Joined: 08 აპრ 2005
წერილი: 952
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 11:20 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ჩემი სიმპატია ზარები Smile
ამ ზარებს კარგი ჩამოსაკიდი არ აწყენდათ.







დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Druides
იეტი
Joined: 23 აპრ 2004
წერილი: 1926
ადგილმდ.: Galia
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 11:27 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

უმზეურა არ ნახეთ???
_________________
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა მომხმარებლის ვებ-გვერდის ნახვა
Naia
იეტი
Joined: 28 მაისი 2007
წერილი: 7694
ადგილმდ.: პლანეტა დედამიწა
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 11:28 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

Druides წერდა:
უმზეურა არ ნახეთ???


ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა

მე აპარატი არ მქონდა და ფოტები არ მაქვს. იმედია, მოგვიანებით სხვები დადებენ
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
amigo
მაწანწალა
Joined: 08 აპრ 2005
წერილი: 952
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 11:41 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ბარემ რადგან ქრონოლოგიურ რეპორტაჟს გადავუხვიე, მოდი კიდევ ცოტათი "ავურევ" Smile

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სავანე






არმაზის მუზეუმში


ქვევრი უმზეურის ეკლესიასთან




უკანასკნელი შემსწორებელი: amigo. დრო: ორშ მარტი 09, 2009 9:16 pm. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 2
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
amigo
მაწანწალა
Joined: 08 აპრ 2005
წერილი: 952
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 12:00 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

პირველად ვნახეთ ციციშვილების ციხესიმაგრე. ციხესიმაგრეს აქვს უზარმაზარი გალავანი. გალავნის შიგნით არის კოშკი, აბანო, ძველი აფთიაქი, არის წყალგაყვანილობის სისტემის ნაშთები შემორჩენილი.

შემოსასვლელი


ეს არის ძველი აბანო




ეს გახლავთ ქვის თაროები, ( არსებობს მოსაზრება, რომ ამ თაროებში ინახებოდა სხვადასხვა წამლები, თუმცა იხილეთ ქვემოთ კახას წერილი ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით Smile )




ესეც კოშკი



ეს წყალგაყვანილობის სისტემის ნაშთები



უკანასკნელი შემსწორებელი: amigo. დრო: ორშ მარტი 09, 2009 1:11 pm. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 1
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
tiko_r
იეტი
Joined: 04 სექტ 2007
წერილი: 3497
ადგილმდ.: სოფ. ძუყნური
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 12:35 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ვააა
ეს რა ლამაზი ადგილები გინახავთ Smile
ჩემს სიზარმაცეს რა ვუთხარი.. Laughing

_________________
www.magic.ge

http://www.flickriver.com/photos/tiko-revazishvili/
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Kakha
იეტი
Joined: 13 ივნ 2005
წერილი: 1924
ადგილმდ.: თბილისი
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 12:37 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

amigo
რაც აფთიაქად შემოგასაღეს არ უნდა იყოს აფთიაქი. ვითარება ასეთია, არის ასეთი პიროვენბა სოკარტ სალუქვაძე - თბილისში, #1 აფთიაქის დირექტორი (არ ვიცი ახლაცაა თუ პენსიაში გავიდა). ფარმაციზე შეყვარებული კაცი (რაც კარგია). დაიწყო ქართული ფარმაკოლოგიის დარგში კვლევა (რაც ასევე კარგია) და სადაც კი ნახა თახჩები, ყველა ძეგლზე ერთიანად აფთიაქებად მონათლა (ვარიძია, უფლისციხე, მაღალაანთ ეკლესიისთან მიმდებარე კომლექსის ნანგრევი). არადა არავითარი რეალური საფუძველი რომ მაინცა და მაინც აფთიაქებია არ არსებობს. უფრო სწრედ კი მოჰყავს, მისი აზრით, შესაბამისი არგუმენტაცია, მაგრამ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძელბს ეს არგუმენტაცია.

კარვიდან ბევრნი ხართ ნამყოფებცი კაპადოკიაში - აბა გაიხსენეთ რამდენი კლედში ნაკვეთი მცირე თახჩებიანი სათავსები ნახეთ იქ. ასეულობითაა, თუ არა ათასობით.

შემეკითხებით აბა რა უნდა იყოსო - ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ლოგიკა ასეთია, თუ დედამიწის ზურგზე უამრავი ასეთი თახჩიანი სათავსია და არც ერთი არ სოცირდება აფთიაქთან ჩვენ რა წითელი კოჭები ვართ?

კაპადოკიაში, მაგალითად, ასეთი სათავსები სრულიად ერთმინიშვნელოვნად გამოყენებული იყო სამტრედეებად. მტრედებს აშენებდნენ იქ და თან ბავრსაც. ერთი მხირვ მტრედი იჭვევა, ანუ ხორცად შეგიძლია გამოიყენო. მეორე, ასეთ სათავსებს რამდენიმე წელში ერთხელ ასუფთავებდნენ სკორესგან, რომელიც საუცხოო სასუქია.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სადაც თახჩებს დაინახავთ და თუ გეტყვიან რომ ეს აფთიაქიაო ეგერევე ნუ დაუჯერებთ.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Naia
იეტი
Joined: 28 მაისი 2007
წერილი: 7694
ადგილმდ.: პლანეტა დედამიწა
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 12:51 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

Kakha
მეც ეჭვი შემეპარა მაგის აფთიაქობაში Smile
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
amigo
მაწანწალა
Joined: 08 აპრ 2005
წერილი: 952
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 1:10 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

Kakha
Naia
მეც კი შემეპარა ეჭვი, წამლებს ამოდენა ქვის თაროები არ დასჭირდებოდა მეთქი Smile
მაგრამ რომელიღაცა ჩვენგანმა დაბეჯითებით თქვა და ... Smile

Smile
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Joined: 23 აგვ 2007
წერილი: 9951
ადგილმდ.: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 1:20 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

amigo
მე ვთქვი. მაგრამ მეს ასევე დაბეჯითებით განმანათლეს და Wink ...

გადასარევი გასვლა იყო. 12 საინტერესო ძეგლი ვნახეთ. და მთის წვერიდან გაშლილი ხედებით დავტკბით. Very Happy .
ფოტოები და რეპორტაჟიც იქნება, როგორც კი მოვიცლი, მაშინვე Smile .

_________________
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Joined: 23 აგვ 2007
წერილი: 9951
ადგილმდ.: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 2:42 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

დილით სამთო ქიმიასთან პირველები მე და ამიგო მივედით, მერე გამოჩნდნენ, თუთა, ბადრი, ლომი და ნაია. ირაკლიმ რვა მარტი მოგვილოცა გოგოებს და ყვავილები მოგვართვა Smile . მერე ბადრის მანქანაში მოვთავსდით და გავემართეთ ქვემო ნიჩბისისკენ.
ცა მოღრუბლული იყო, მაგრამ როგორც ნაიამ დაგვარწმუნა დღის 4 საათამდე წვიმა მოსალოდნელი არ იყო. ამ ამბით დაიმედებულებმა ვიფიქრეთ, 4 საათამდე ძირითადი ძეგლების ნახვას მოვასწრებთო. მაგრამ წვიმამ ციციშვილების ციხეზევე მოგვისწრო Laughing .

ესეც "აფთიაქი" Wink



ციხე ძალიან მოგვეწონა


ვირუკელების ფონზე აბანოა


ციხეზე ასულები ვხედავდით, ბადრიროგორ მოეფერა ვირუკელებს Smile


მერე ციხის გალავანს გამოუყვა და წრე დაარტყა Smile


ციხიდან ლამაზი ხედები იშლებოდა


ციხის ტერიტორიაზე ადრე, კომუნისტების დროს, სკოლა ყოფილა. ეს სკოლის ნანგრევებია:


აბანო ახლოდან


ნაიამ და ირაკლიმ აბაზანის მიღება სცადეს Laughing


ციხიდან კარგად ჩანს იქვე ახლოს მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია

_________________
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Joined: 23 აგვ 2007
წერილი: 9951
ადგილმდ.: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
წერილიგამოგზავნილია: ორშ მარტი 09, 2009 2:55 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

აბანოში წყალი ამ მილებით შეედინებოდა:





ციხის ეზოში ციციშვილების საგვარეულო სასაფლაოა


ციხის დამპყრობლები




ეს ახლადაგებული სახლი-ეკლესია ციციშვილების შთამომავლებს აუგიათ. როგორც მივხვდით, კერძო საცხოვრებელია, არადა თავიდან ეკლესია გვეგონა



ციხიდან ღვთისმშობლის ეკლესიისკენ გავემართეთ. ლოგიკურად ამ გზას უნდა გავყოლოდით


მაგრამ ნაიამ გზის დასაზუსტებლად ერთერთ ჭიშკარს მიადგა: "მასპინძელოს" ძახილით. მოხუცი ქალბატონი გამოგვეგება, "მეც მაქეთ მოვდივარო" და ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზებით გვატარა ეკლესიისკენ. სიარული უჭირდა და ნაიაც ნელ-ნელა მოყვებოდა. ჩვენც ფეხს ვერ ვუჩქარებდით, არადა ზემოდან გვაწვიმდა. მე რიგითი "მთაშენკური ხილვა" დამემართა და ვთქვი, ნამდვილად სარძლოდ მოეწონა ნაია და ახლა "ამუშავებსთქო" (ისე აგიხდეთ ყველაფერი Laughing )

_________________
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Display posts from previous:   
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე    კარავი -> ლაშქრობები All times are GMT + 4 Hours
გადასვლა გვერდზე 1, 2, 3, 4, 5  შემდეგი
გვერდი ნომერი 1(სულ - 5)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას
You cannot attach files in this forum
You can download files in this forum


Powered by phpBB © 2001, 2002 phpBB Group

Igloo Theme Release v0.9 Created By: Igloo Inc. and PROX Designs in association with Kazer0 Designs.