| წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა |
| ავტორი |
შეტყობინება |
| Int3lig3nt იეტი
 | | Joined: 01 ივლ 2005 | | წერილი: 3420 | | ადგილმდ.: არ გავცვლი სალსა კლდეებსა! |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 1:11 am წერილის სათაური: წვერის წმინდა გიორგი - |
|
|
|
1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, თეთრი წყაროს რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-პანტიანი-წვერის ეკლესია-პანტიანი-ბეთანიის აგარაკები და მონასტერი-თბილისი.
3. ხანგრძლივობა:
3 არასრული დღე
4. სირთულე:
საშუალო
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
70 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
7 კარაველ-პლუსი:
1. z g a r b i
2. teo-
3. buddha_bar
4. buddha_bar +
5. VooDoo
6. VooDoo +
7. Int3lig3nt
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
z g a r b i
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
წყნეთი 15 კმ, სამადლო 8 კმ, პანტიანი 4 კმ
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისის რკინიგზის სადგურიდან წვერის წმინდა გიორგის ეკლესიამდე 30 კმ, ბეთანიამდეც დაახლოებით მაგდენი.
10. ფეხით გავლილი მანძილი:
15-20 კმ ალბათ.
11. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, 700 მეტრით ადრე ასევე პატარა ეკლესია, ბეთანიის მონასტერი. ასევე ხედები მდინარითა და დასერილი ფერდობებით.
12. საბანაკე ადგილები:
ბევრია წვერის წმინდა გიორგისთან.
ბეთანიასთან უფრო ტყიანი ფერდობებია, თუმცა შეიძლება მოძებნა.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წვერის წმინდა გიორგის ეკლესიის გზაზე ზემოდამ მოედინება მილით.
ეკლესიასთან ახლოსაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ დამშრალივით იყო. მხოლოდ ქვის ავზში იყო დაგუბებული.
ბეთანიის გზაზეც არის, ბეთანიის აგარაკებზე და მონასტერთანაც.
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წვერის წმინდა გიორგისთან ძლიერი ქარი იცის და შესაფერისი სამოსის ჩაცმაა საჭირო.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ალბათ ზამთრის გარდა ნებისმიერი.
თუმცა არც ზამთარში არ იქნება ურიგო
16. რისკები, საფრთხეები:
კლდის თავზეა წვერის წმინდა გიორგი და თუ ძლიერი ქარი იქნება, შეიძლება ადვილად გადავარდე.
ჰოდა... მგლები მომრავლდნენ მაგ ადგილებშიო და რა ვიცი.
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
განსაკუთრებული არაფერი.
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ქარიანი ადგილებია წვერთან და ფრანების გაფრენა შეიძლება.
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
თითქმის ყველგან იჭერს. ბეთანიაში ალაგ-ალაგ უჭირს.
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
სადგურის მძღოლები, სოფელი წყნეთისა და პანტიანის მოსახლეობა
21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
კოორდინატები და თანამგზავრული რუკა ამ ბმულზე იხილეთ (თაგვის ბორბლის საშუალებით შეგიძლიათ დააშოროთ):
წვერის წმინდა გიორგის ეკლესია:
ძველი:
http://wikimapia.org/#lat=41.6742902&lon=44.5710504&z=18&l=0&m=a&v=2
ახალი:
http://wikimapia.org/#lat=41.6669852&lon=44.5805615&z=18&l=0&m=a&v=2
ბეთანიის მონასტერი:
http://wikimapia.org/#lat=41.6899392&lon=44.611423&z=18&l=0&m=a&v=2
22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია
23. სასარგებლო ბმულები
http://www.betaneli.ge/all.php?language=&go=betania&language=georgian _________________ 2 იანვარს ზღარბი დამებედა  |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| Int3lig3nt იეტი
 | | Joined: 01 ივლ 2005 | | წერილი: 3420 | | ადგილმდ.: არ გავცვლი სალსა კლდეებსა! |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 2:59 am წერილის სათაური: |
|
|
|
მიუხედავად ამინდის სიგიჟისა, ძალიან კარგი ლაშქრობა გამოგვივიდა.
გულშემატკივრობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო გოგას, რომელმაც რამდენჯერმე დაგვირეკა.
ასევე წივწივას და არჩილ-აბალდუის.
ლაშქრობის მონაწილეები.
ხვალ შევეცდები მოვყვე და ფოტოები შემოგთავაზოთ. _________________ 2 იანვარს ზღარბი დამებედა  |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| pauna მაწანწალა
 | | Joined: 29 მარტი 2005 | | წერილი: 1991 | | ადგილმდ.: ვარკეთილი |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 9:53 am წერილის სათაური: |
|
|
|
Int3lig3nt
მაგარი სასტავი ხართ თქვენ გაიხარეთ ხალხნოოო....
ქრისტე აღსდგა!!! _________________
  |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| buddha_bar ბოდიალა
| | Joined: 15 ივნ 2008 | | წერილი: 169 | |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 10:16 am წერილის სათაური: |
|
|
|
pauna
რატო არ წამოხვედი? კარგი დრო ვატარეთ, ცოტა დავიგალე
ჩემი პლიუსის სურათებს მალე დავდებ  |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| z g a r b i იეტი
 | | Joined: 21 ნოე 2007 | | წერილი: 1527 | | ადგილმდ.: ტყე |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 10:49 am წერილის სათაური: |
|
|
|
Int3lig3nt
ყოჩაღ შენ მონაყოლს ველოდები, მერე ცოტას მეც დავწერ..
pauna
ჭეშმარიტად !! _________________
 |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| Int3lig3nt იეტი
 | | Joined: 01 ივლ 2005 | | წერილი: 3420 | | ადგილმდ.: არ გავცვლი სალსა კლდეებსა! |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 10:07 pm წერილის სათაური: |
|
|
|
თარსად დაიწყო ჩვენი ლაშქრობა და თარსად გაგრძელდა .
2:30-ზე გვქონდა შეხვედრა დანიშნული, მაგრამ საცობების თუ ჩვენი მიზეზით, 3-ზე ძლივს შევიკრიბეთ.
ნახევარი საათი საყიდლებს მოვანდომეთ და 15:30-ზე დავიძარით.
რამდენიმე წუთიც წყნეთში გავჩერდით (არყის საყიდლად, რომელიც უკან, თბილისში ჩამოვიტანეთ ) და 5 საათამდე დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ.
დანიშნულების ადგილი იყო სოფელ პანტიანის ზემოთ, წვერის წმინდა გიორგის გადასახვევი:
 _________________ 2 იანვარს ზღარბი დამებედა  |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| z g a r b i იეტი
 | | Joined: 21 ნოე 2007 | | წერილი: 1527 | | ადგილმდ.: ტყე |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 10:25 pm წერილის სათაური: |
|
|
|
| Int3lig3nt წერდა: | თარსად დაიწყო ჩვენი ლაშქრობა და თარსად გაგრძელდა .
|
ამინდს თუ გულისხმობ არც ისე თარსი იყო
წლევანდელი ბოლო (იმედია ) თოვლის სიტკბო ხომ უნდა შეგვეგრძნო და გაგვეცილებინა ზამთარი?
მართლა საოცარი იყო.. ერთ დღეს საწვიმრებში ვემალებოდით თოვლ-წვიმას და მეორე დღეს, ჩრდილებს ვეძებდით მზისგან დასაცავად  _________________
 |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| ARCHILI იეტი
 | | Joined: 13 ივნ 2007 | | წერილი: 8436 | |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 10:30 pm წერილის სათაური: |
|
|
|
| z g a r b i წერდა: |
წლევანდელი ბოლო (იმედია ) თოვლის სიტკბო ხომ უნდა შეგვეგრძნო და გაგვეცილებინა ზამთარი?
მართლა საოცარი იყო.. ერთ დღეს საწვიმრებში ვემალებოდით თოვლ-წვიმას და მეორე დღეს, ჩრდილებს ვეძებდით მზისგან დასაცავად  |
მოკლედ, მე და თქვენ სადაც დავდივართ, წვიმა და თოვლი სულ თან დაგვყვება.
 |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| lama იეტი
 | | Joined: 03 მაისი 2004 | | წერილი: 12563 | | ადგილმდ.: ისნის კარავი |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 10:39 pm წერილის სათაური: |
|
|
|
| ARCHILI წერდა: | | z g a r b i წერდა: |
წლევანდელი ბოლო (იმედია ) თოვლის სიტკბო ხომ უნდა შეგვეგრძნო და გაგვეცილებინა ზამთარი?
მართლა საოცარი იყო.. ერთ დღეს საწვიმრებში ვემალებოდით თოვლ-წვიმას და მეორე დღეს, ჩრდილებს ვეძებდით მზისგან დასაცავად  |
მოკლედ, მე და თქვენ სადაც დავდივართ, წვიმა და თოვლი სულ თან დაგვყვება.
 |
სეტყვასაც შემოგაშველებთ
მომავალში  _________________ www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| z g a r b i იეტი
 | | Joined: 21 ნოე 2007 | | წერილი: 1527 | | ადგილმდ.: ტყე |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 10:41 pm წერილის სათაური: |
|
|
|
| lama წერდა: |
სეტყვასაც შემოგაშველებთ
მომავალში  |
არაა მადლობ
მაგ ლექსს არ გათქმევინებთ  _________________
 |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| Int3lig3nt იეტი
 | | Joined: 01 ივლ 2005 | | წერილი: 3420 | | ადგილმდ.: არ გავცვლი სალსა კლდეებსა! |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 10:47 pm წერილის სათაური: |
|
|
|
ძლიერი ქარი ქროდა.
ჰორიზონტი მოვათვალიერეთ და შორს წვერის წმინდა გიორგის ეკლესია დავლანდეთ.
ავიკარით გუდა-ნაბადი და დინჯად გავუყევით გზას.
ეს სარკე ვაგზალზე შეიძინა ზღარბმა, სახლში დამრჩა და სარკის გარეშე ლაშქრობაში როგორ წავიდეო.
გზამ თავიდან მთის კალთაზე გაიარა, სადაც ქარი ნაკლებად ქროდა
შემდეგ ვიფიქრე გზას მოვჭრიდი-თქო და ჩემი ჭკუით მოკლეზე გადმოვუხვიეთ, თუმცა მინდორი დამთავრდა და 150 გრადუსით მოგვიწია მოხვევა და გზაზე დაბრუნება
 _________________ 2 იანვარს ზღარბი დამებედა  |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| Int3lig3nt იეტი
 | | Joined: 01 ივლ 2005 | | წერილი: 3420 | | ადგილმდ.: არ გავცვლი სალსა კლდეებსა! |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 10:51 pm წერილის სათაური: |
|
|
|
ეს ფოტო ზღარბს მოეწონა რატომღაც და დავდებ ბარემ .
მალე წვერის წმინდა გიორგის ახალი ეკლესიაც გამოჩნდა
შემდეგ გზა ამ ხეივანში გაგრძელდა
პატარა მინდორში აღმოვჩნდით, საიდანაც აი ეს ხედი გამოჩნდა და არ გვესიამოვნა :S.
(ფოტო 12X არის გადიდებული, ასე ახლოსაც არ ვყოფილვართ თბილისთან )
 _________________ 2 იანვარს ზღარბი დამებედა  |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| z g a r b i იეტი
 | | Joined: 21 ნოე 2007 | | წერილი: 1527 | | ადგილმდ.: ტყე |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 10:53 pm წერილის სათაური: |
|
|
|
| Int3lig3nt წერდა: |
g]
ეს სარკე ვაგზალზე შეიძინა ზღარბმა, სახლში დამრჩა და სარკის გარეშე ლაშქრობაში როგორ წავიდეო.
|
ნუ ამახინჯებ ინფორმაციას! რაღაც კრემ-წამალს ვისვამდი სახეზე და მაგისთვის მჭირდებოდა  _________________
 |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| ARCHILI იეტი
 | | Joined: 13 ივნ 2007 | | წერილი: 8436 | |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 11:07 pm წერილის სათაური: |
|
|
|
| Int3lig3nt წერდა: |
შემდეგ ვიფიქრე გზას მოვჭრიდი-თქო და ჩემი ჭკუით მოკლეზე გადმოვუხვიეთ, თუმცა მინდორი დამთავრდა და 150 გრადუსით მოგვიწია მოხვევა და გზაზე დაბრუნება
|
მიყვარს ყველაფერი, რაც გასვლას განსაკუთრებულობას ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ გზაზე მობრუნებები, ამინდების გაუარესება თუ დაკარგვები, ძალიან არაკომფორტულია, ამავდროულად, მოგზაურობას განსაკუთრებულობას ანიჭებს ხოლმე...
თქვენ კი ძალიან იყოჩაღეთ.
მხურვალედ გგულშემატკივრობდით ყაზბეგიდან და ძალიან გავიხარე, რომ ამინდსა და ფორს მაჟორს არ შეუშინდით, ჩანაფიქრი განახორციელეთ და აღდგომას ბეთანიაში შეხვდით...
 |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
| Int3lig3nt იეტი
 | | Joined: 01 ივლ 2005 | | წერილი: 3420 | | ადგილმდ.: არ გავცვლი სალსა კლდეებსა! |
|
გამოგზავნილია: ორშ აპრ 20, 2009 11:39 pm წერილის სათაური: |
|
|
|
წვერის წმინდა გიორგის ეკლესიასთან პატარა მინდორი ვნახეთ და აზრად მოგვივიდა იქ დაბანაკება. თან იქვე ჩასახვევში წყარო გვეგულებოდა.
ვფიქრობდით, ჯერ დავბანაკებულიყავით და მერე ავსულიყავით ეკლესიაში.
მე და ზღარბი ჩავედით დასაზვერად, 100 მეტრზე მეტი გავიარეთ და ქვის აუზიანი წყარო ვნახეთ. წყარო დამშრალი იყო, მხოლოდ აუზში იყო დაგუბებული.
არ ვიცი, რატომ არ მომაფიქრდა ფოტოს გადაღება.
საერთოდაც ძალიან ცოტა ფოტო გადავიღე ამ გასვლაში.
ალბათ ამინდის ბრალია, ხალისი არ იყო.
ამოვბრუნდით მინდორზე და გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება.
მანამდე კი ეკლესიაში ავედით.
წვერის წმინდა გიორგის ეკლესია:
(მოსაღამოვებული იყო და უკეთესი ფოტო ვერ გადავიღე )
ეკლესია შიგნიდან
ფრესკები:
ეკლესიასთან კიდევ ის ჯგუფური ფოტო გადავიღე, პირველ პოსტში რაც დევს.
მეორედ აღარ დავდებ. _________________ 2 იანვარს ზღარბი დამებედა  |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
|